სასწავლო პროექტი


კინტრიშის     ნაკრძალი



პროექტის    მთავარი    იდეა:   ნაკრძალების  შესწავლის    შემდეგ,    გაუჩნდათ    სურვილი     ყველაზე        ახლოს    მდებარე    კინტრიშის     ნაკრძალის     ადგილზე  შესწავლის,   რომელიც      მდებარეობს     ქობულეთის     რაიონში.    
პროექტის    აქტუალობა:   ისწავლიან   რა     არის    ნაკრძალი,   ნაკრძალების   შექმნის    აუცილებლობას,   გაეცნობიან    კინტრიშის   ნაკრძალში   დაცულ        ბუნების    კომპონენტებს    გამოუმუშავდებათ    კვლევის,   სინთეზური   ანალიზის    უნარი.
პროექტის     მიზნები:      მოეწყობა     ექსკურსია,   მოსწავლეები    ადგილზე   გაეცნობიან    ნაკრძალში   დაცულ      მცენარეებსა   და   ცხოველებს,      ისწავლიან     ჰერბარიუმის      შედგენას.
მონაწილეთა    ასაკი:      14-15   წელი.
ვადები/  ხანგრძლივობა:    10   დღე.
მოსალოდნელი     შედეგები:   საჰერბარიუმო    მასალების    შექმნა,    ცოცხალი   ბუნების    სურათები,      კინტრიშის   ნაკრძალის   ალბომის    შექმნა,    რომელიც    გადაეცემა    სკოლას    და    გამოიყენებს   სკოლის     სხვა    მოსწავლეებიც.
პროექტისათვის    საჭირო   ძირითადი     რესურსები:    ფოტოაპარატი,    საშრობი   ბადე,   სახელმძღვანელო,     ადამიანური    რესურსები:    ტრანსპორტის   მძღოლი,  მშობლები, დირექტორი.
პროექტის   მსვლელობა:  აქტივობა   1. სახელმძღვანელოზე    მუშაობა.   წინასწარ      მოვიძიებთ     მასალას    კინტრიშის   ნაკრძალზე,  დაცულ     მცენარეებსა   და   ცხოველებზე 
აქტივობა 2.     ჯგუფებად   დაყოფა.      
ერთ    ჯგუფს    დაევალება     გადაუღონ    სურათები    მცენარეებს    და   შეაგროვონ     საჰერბარიუმო    მასალა.   
მეორე    ჯგუფი   გადაუღებს    სურათებს     ნაკრძალში    გავრცელებულ       ცხოველებს.
საგნებთან /საგნობრივ    ჯგუფებთან   კავშირი:   მოსწავლეები   გამოიყენებენ    ბიოლოგიის    გაკვეთილებზე   მიღებულ    ცოდნას     მცენარეებსა  და     ცხოველებზე.
ბუნ. VII. 3. მოსწავლე ახასიათებს ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ შორის არსებულ კავშირებს.

შედეგი მიღწეულია, თუ: 

ბუნებაში და ან ილუსტრაციაზე, მცენარეებსა და ცხოველის ზოგიერთი სახეობების მიხედვით ამოიცნობს საქართველოს ტიპობრივ ეკოსისტემებს (მაგ. ტყის, მდელოს, მთის, ზღვის, ჭაობის ეკოსისტემებს.

პროექტის   ხელმძღვანელი:  ნატო      კილაძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: natokiladze55@gmail.com
    

Комментариев нет:

Отправить комментарий